ნუგზარ წიკლაური: კორცხელის ინციდენტი იყო თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე (ვიდეო)
15:15 / 18.04.2018
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური
კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა. მან 2016 წლის 22 მაისს
შუალედურ არჩევნების დროს კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი
დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო. სხდომაზე წიკლაურმა აღნიშნა, რომ ჯერ
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა, თუმცა
შემდეგ, 15-20 ადამიანი მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხა თავს. ნუგზარ
წიკლაურის თქმით, მან არ იცის, თუ ვინ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება,
თუმცა ახსოვს, რომ ნიკანორ მელიასთან ჩხუბში სპორტსმენი გიორგი
გიგაური იყო ჩართული, ხოლო აკაკი მინაშვილს კობა ტყეშელაშვილმა
დაარტყა.
„კორცხელში გამართულ არჩევნებზე მე ვიყავი დამკვირვებელი. ვიმყოფებოდი
საარჩევნო უბანთან, როდესაც ატყდა სიტყვიერი შელაპარაკება. ეს ხდებოდა
საარჩევო უბნის შესასვლელთან, ეზოს ჭიშკართან. რადგან მე ვიყავი შორს
ვერ დავინახე, ვინ ვის დაუპირისპირდა, თუმცა დაპირისპირებამდე უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“,
ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. მათ შორის ინციდენტის
დაწყებამდეც შეიმჩნეოდა დაძაბულობა“, - აღნიშნა წიკლაურმა
სდომაზე.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს მრჩეველმა განაცხადა, რომ ბრალდებულები პოლიტიკური
მანიპულაციების მსხვერპლები უფრო არიან, ვიდრე დამნაშავეები. მისი
თქმით, ინციდენტის მონაწილე სპორსტმენები არასოდეს ყოფილან პოლიტიკურ
ცხოვრებაში ჩართულები, შესაბამისად, ეს უფრო იმათი დანაშაულია, ვინც
დაგეგმა და ეს ჯგუფი კორცხელში გამოაგზავნა.
„გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ მხოლოდ ამ ადამიანებს წაუყენა
ბრალი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი განხილვა და მე
დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც გაიმართება სასმართლო, ის
იქნება ნამდვილი და პასუხს აგებენ ის ადამიანები, რომლებმაც დაგეგმეს
ეს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე და კიდევ არის
რამდენიმე ადამიანი, ვინც ორგანიზება გაუწია ბარბაროსულ თავდასხმას...
ეს არის პოლიტიკური დანაშაული და პოლიტიკური თავდასხმა“, - განაცხადა
წიკლაურმა.
სასამართლო დღეს ოპოზიციური პარტიის წევრს აკაკი მინაშვილს
მოუსმენს.
2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო
უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო,
მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები