ზუგდიდში აბრებისა და სარეკლამო წარწერების მოსაწესრიგებელ სამუშაოებზე ისაუბრეს
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და
დეპარტამენტის წარმომადგენლები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდნენ. შეხვედრაზე აბრებსა და
სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან
დაკავშირებით ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი
ალიბეგაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს და
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დეპარტამენტის
სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო.
აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების
მოწესრიგებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა
დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლებს,
საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებას სთავაზობს. გიორგი
ალიბეგაშვილის განცხადებით, სადავო საკითხების დაზუსტებაში
ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები
მიიღებენ მონაწილოებას და გაუზიარებენ მათ მოსაზრებას, თუ როგორ
უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად რომელიმე ბრენდი, სასტუმროს
დასახელება და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები