გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – 21 აპრილს დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი.
სააგენტოს ცნობით, 22 – 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე
ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20 - 21 აპრილს +12, +17
გრადუსამდე გათბება, ხოლო 22 – 23 აპრილს 2 – 3 გრადუსით
მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები