სოფელ კახათში ხეების ტრანსპორტირებისას ელექტრო და გარე განათების ბოძები დაზიანდა (ვიდეო)
19:39 / 20.04.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს
ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ დენის მიწოდება გუშინ, გვიან ღამით
შეუწყდათ. მათივე ცნობით, ელექტროსადენები ხეების ტრანსპორტირებისას
დაზიანდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში
გადააქვთ. ადგილზე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები,
რომლებიც დაზიანებული სადენების აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ.
„წუხელ ჩააქრეს და მას მერე არ გვაქვს. გვიან წაიღეს ხეები.
მოსახლეობამ წივილ-კივილი ატეხა. აპროტესტებდნენ იმას, რომ შუქი
ჩაგვიქრეს, მაგრამ უშედეგოდ. დღეს პირველ საათზე მოვიდნენ და დაიწყეს
მუშაობა, მაგრამ არ ვიცით, როდის გვექნება შუქი“, - ამბობენ
ადგილობრივები.
გარდა ამისა, ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანდა მუნიციპალურ
საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძები. მათი ნაწილი წაქცეულია,
ნაწილი გადახრილი, სანათები კი დამტვრეული.
ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მუნიციპალური ქონების
დაზიანების შესახებ ინფორმირებულები არიან და ბოძებს ხეების გადამზიდი
კომპანია აღადგენს.
„ვიცით ბოძების შესახებ. დაგვიკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და
გვითხრა, რომ თვითონ მოაგვარებენ ყველაფერს“, - ამბობენ მერიის
პრესამსახურში.
კომპანია „ვი სი ვიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასწლოვანი ხე
შეიძინა. მცენარეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილ დენდროლოგიურ
პარკში გადააქვთ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები