ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე დედამიწის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქველმოქმედო
ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის: „ხელსაქმისა და
მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა“ ფარგლებში და
ჯერმან მარშალის შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
მოეწყო საინფორმაციო კამპანია, პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს
სამოტივაციო სლოგანები და მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ დაანაგვიანონ
გარემო, იზრუნონ მის გამწვანებასა და დაცვაზე.
„პროექტში მონაწილე ახალგაზრდა გოგონებმა დღევანდელი აქციის მეშვეობით
მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ
ბუნებას“,- აღნიშნა პროექტის მენეჯერმა მარი შონიამ.
აღნიშნული აქტივობა გადაინაცვლებს რუხის საჯარო სკოლაში, სადაც
პროექტის მონაწილეები სკოლის მოსწავლეებთან ერთად
მარადმწვანე-დეკორატიულ მცენარეებს სკოლის ეზოში დარგავენ.
„თითეული მოქალაქის ვალია, რომ გაუფრთხილდეს და მოუაროს გარემოს,
რადგან მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას. მე მოვუწოდებ
ყველას და მათ შორის ახალგაზრდებს, რომ მცენარეები დარგონ თავინთ
ეზოებში, სკოლებსა და ბაღებში“, - თქვა აქციის მონაწილე სალომე
ქარდავამ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს
აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი
ღონისძიებები.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები