პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების
აღკვეთა შეეფარდა. გარდა ამისა, ამავე საქმეში ბრალდებულ ნიკოლოზ
ძიმცეიშვილს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა,
რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ
გაუკეთა.
მასალის გამოყენების პირობები