ზუგდიდის თეატრმა 150-ე სეზონი პრემიერით გახსნა (ვიდეო, ფოტო)
10:53 / 25.04.2018
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა 150 წლის
იუბელეზე მაყურებელს სპექტაკლის „ეზოში ავი ძაღლია“ პრემიერა
შესთავაზა.
რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დადგმულ წარმოდგენაში ზუგდიდის თეატრის დასი
მონაწილეობდა.
„დიდი პატივია ჩემთვის, რომ მთხოვეს დავხმარებოდი. გადაწყობის
მომენტში, 150 წლის თეატრი რომ ინგრევა და შენდება, რთული პროცედურაა
და გამიხარდა, ასე რომ მენდნენ. გადავწყვიტეთ, ძველებური პიესა აგვეღო
და მიგვეცა მისთვის სულ სხვანაირი სიცოცხლე. არაჩვეულებრივი დასია და
და მაყურებელიც, რომელიც გვერდზე დაუდგა მსახიობებს“, - უთხრა
ჟურნალისტებს რეჟისორმა ოთარ ეგაძემ.
მანამდე ეზოში პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც პანტონიმის თეატრის
მსახიობებმა მაყურებელს ახალი სეზონის გახსნა ამცნეს.
სპექტაკლი კულტურის სახლში გაიმართა, სადაც თეატრი ბინას საკუთარი
შენობის რეაბილიტაციამდე, ორი წლის განმავლობაში დაიდებს. სპექტაკლის
დაწყებამდე მაყურებელს სიტყვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა
ნიკოლოზ წულუკიძემ და ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ მიმართეს და
საზოგადოებას ახალი თეატრალური სეზონის დაწყება მიულოცეს.
სპექტაკლის ბოლოს მაყურებელს მადლობა მსახიობებმა გადაუხადეს. მათი
თქმით, ისინი სხვა წარმოდგენებზეც მუშაობენ და აქტიური სეზონისთვის
ემზადებიან.
„გიჟური რეპეტიციები გვქონდა, ემოციები ძალიან დიდია და მინდა თქვენ
ყველას დიდი მადლობა გითხრათ. სპექტაკლიც სწორადაა შერჩეული სხვა
ინტერპრეტაციით. პარალელურად ვმუშაობთ და ახალ დადგმას მაყურებელს
მალე შევთავაზებთ“, - თქვა მსახიობმა მარინა დარასელიამ.
სპექტაკლს ადგილობრივი ხელოსუფლებისა და საზოგადოების სხვა
წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები