სანამ არ აღსრულდება სამართალი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში
მსჯავრდებულის მიმართ, ეს საკითხი იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი,
როგორც გალის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის ფორმატში, -
ამის შესახებ ჟურნალისტებს გალში ინციდენტების პრევენციისა მათზე
რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი
ანთაძემ განუცხადა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, ქართულმა
მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიას
მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის სამართლებრივად დასჯის საკითხი.
„რუსული მხარის პასუხი კანჯი-ოღლის საკითხზე იყო დუმილი. მათი მხრიდან
არანაირი რეაქცია არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ ოკუპირებულ
რეგიონებში პასუხისმგებლობა ეკისრება ეფექტური კონტროლის
განმახორციელებელ ძალას“, - აღნიშნა ანთაძემ.
მორიგი შერეული შეხვედრა გალში 18 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები