საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა 26 აპრილიდან
გაძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია "საქართველოს
გაერთიანებული აეროპორტები" ავრცელებს.
სხვა რეისებთან ერთად ფრენა გაძვირდა მესტიის მიმართულებით.
ნატახტარიდან მესტიაში საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება 65-ის
ნაცვლად 25 ლარით მეტი - 90, ქუთაისიდან კი 40-ის ნაცვლად 50 ლარი
ეღირება.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაიზარდა და 90
ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) იქნება. ამბროლაურის მიმართულებით
კი ფრენის ფასი იგივე დარჩა.
ფოტო: მესტიის
აეროპორტის ფეისბუქ-გვერდი
მასალის გამოყენების პირობები