„არა ჩადებას“ - მსჯავრდებულის ახლობლების აქცია პროკურატურასთან (ვიდეო)
12:53 / 26.04.2018
მსჯავრდებულის პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო
პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით,
ნანეიშვილი უდანაშაულოა და მას ცეცხლსასროლი იარაღი
სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“. ისინი პროკურატურისგან საქმის ხელახლა
გამოძიებას ითხოვენ. ოჯახის ცნობით, მსჯავრდებული, რომელიც 20 დღეზე
მეტია შიმშილობს, გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო
დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„გეგუთის ციხეში იხდის სასჯელს, თუმცა ცუდად გახდა და გლდანის
საავადმყოფოში გადაიყვანეს. შიმშილობს, გვაცნობა, რომ კვდება... ჩვენ
ვიცით, რომ ის უდანაშაულოა და მას იარაღი არასოდეს ჰქონია. თუ მართლა
ჩემი შვილიშვილის იარაღი იყო, რატომ არ აღმოჩნდა მისი თითის
ანაბეჭდები იარაღზე, მას ეს ჩაუდეს. ამ საქმის ერთადერთი მოწმის
ჩვენება კი საერთოდ არ მოგვისმენია, რადგან სხდომა დახურეს“, -თქვა
მსჯავრდებულის ბებიამ ქუჩუჩა ნანეიშვილმა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბის მკვიდრს პაპუნა ნანეიშვილს
ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედება და მას 6
წლით თავისუფლების ღკვეთა აქვს მისჯილი. ის სასჯელს გეგუთის N14
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეორე წელია იხდის.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები