თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სოფელ კახათის მკვიდრია. მისი ცხედარი მეზობელი ქვეყნიდან
საქართველოში
გუშინ გადმოასვენეს.
შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქულმა მხარემ
გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა რა მუხლით, ჯერჯერობით, უცნობია.
ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში
ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. არსებული
ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები სახეზეც აღენიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები