სტამბოლში მოკლული მამაკაცის ოჯახი: თურქეთში მწყემსად იყო წასული (ვიდეო)
12:19 / 27.04.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი 47 წლის ლუხუმ
ჯანჯარია, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში მოკლული იპოვეს, მეზობელ
ქვეყნაში
მწყემსად იყო წასული. ოჯახის ინფორმაციით, ის თურქეთში 12 აპრილს
წავიდა და ჩასვლის მეორე დღიდან ეძებდნენ.
„სამუშაოდ ჩემმა მეზობელმა წაიყვანა, ის დახვდა და მიიყვანა ერთ-ერთ
სოფელში, სადაც მწყემსად უნდა ემუშავა. მეორე დღე ამ ჩემმა მეზობელმა
დაურეკე თავის ცოლს და უთქვამს, ეს რა გიჟი გამოუშვითო, ამბობს აქ ვერ
დავრჩები, უნდა წავიდეო. როგორც მითხრეს, ჩაუსვამთ ავტობუსში და
გამუშვიათ, ტაქსის მულიც კი მიუციათ. ამის შემდეგ მისი კვალი
იკარგება... პრაქტიკულად ჩასვლის მეორე დღიდან ვეძებდით“, - უთხრა
რადიო "ათინათს" გარდაცვლილის მამიდაშვილმა
ლელა კვარაცხელიამ.
ოჯახის წევრებს ამ ინფორმაციის არ სჯერათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ
მკვლელობა არა სტამბოლში, არამედ იმ სოფელში მოხდა, სადაც სამუშაოდ
ჩავიდა.
გარდაცვლილის დედა საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს და
ამბობს, რომ ამჟამად მათი ერთადერთი მოთხოვნა საქმის ობიექტური
გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა.
ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში
ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. არსებული
ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები სახეზეც აღენიშნებოდა. შს
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქულმა მხარემ
გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა რა მუხლით, ჯერჯერობით, უცნობია.
გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. მას,
ექსპერტიზა, სავარაუდოდ,
ქუთაისში უტარდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები