გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის
თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი
გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ავრცელებს.
მათივე ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებულ
მიკროავტობუსებში 2 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი
გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს, რომელიც შენიღბულად იყო
განთავსებული, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე
შემთხვევაში - მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში -
სპეციალურ სამალავებში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში
აღნიშნულია, რომ მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ავტომანქანები დაილუქა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს
გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები