ანაკლიაში მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის ინფო ტური მოეწყო (ფოტო, ვიდეო)
21:16 / 28.04.2018
ანაკლიაში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის”
ინიციატივით მედიისა და სოციალურ
თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო
ტური მოეწყო. ტურის მონაწილეებს ‘ანაკლიის განვითარების
კონსორციუმმაც“ უმასპინძლა.
ინფო ტურში 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერი და 10 მედია საშუალების
ჟურნალისტი მონაწილეობდა. სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი
მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს.
მოგვიანებით მათ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“
წარმომადგენლებისაგან ორგანიზაციის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ
პრეზენტაციას მოისმინეს.
„ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს
ტერიტორიის მომზადება. სტუმრების ძირითადი ინტერესის სფერო იყო
მიმდინარე სამუშაოები, ვადები, შემდეგი ეტაპები, განვითარება, პორტის
კონცეფცია. მათ ასევე აინტერესებდათ ის ფაქტორები, რაც მშენებლობის
ინიცირებაზე მოქმედებს, ასევე, გარემოზე ზემოქმედება, სოციალური
ფონი... ვფიქრობ, რომ მოკლედ და კონკრეტულად ყველა კითხვას პასუხი
გაეცა“, - აღნიშნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ადრეული
სამუშაოების პროექტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჯიქიამ.
ინფო ტურის მიზანი სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და
ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და საარსებო წყაროების
ხელმისაწვდომობაზე ერთობლივი ზრუნვა იყო.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესი გამოიწვია ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის გრანდიოზულმა პროექტმა, რომლის განხორციელება დაიწყო. ეს
უკავშირდება ღრმაწყოვანი პორტის აგებას, რომლის ანალოგი შავის ზღვის
აკვატორიაში არ არსებობს. ეს იქნება საქართველოს ვაჭრობისა და
ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვენლოვანი ფაქტორი. ჩვენ აქ მოვედით
არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები,
რათა გაგვეგო, რა იქნება ,რა პოტენციალია დასაქმებისათვის და როგორ
შეიძლება ისარგებლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ. მსგავიის პროექტები
კარგი ბიძგია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ყველა რესურის
მობილიზებული უნდა იქნას, რათა განხორციელდეს საუკუნის პროექტი
ანაკლიის პორტი“, - თქვა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის
„აღმასრულებელმა დირექტორმა“ ნუკრი მილორავამ.
ინფო ტურში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სამეგრელო-ზემო
სვანეთისა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახორცილებენ სხვადასხვა
საგანმანათლებლო თუ სოციალ-ეკონომიკურ პროექტსს დევნილი და მასპინძელი
თემის, მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდებისა და სხვათა მიმართ, რომელთა
დონორები საერთაშორისო, ადგილობრივი თუ სამთავრობო ორგანიზაციები
არიან.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 32 შემთხვევა აღირიცხა.
სამეგრელოში სანეფო სუფრისთვის, ქორწილის წინა დღეს ,,სარიტუალო პურს და ჭვიშტარს“ აცხობდნენ,რომლებიც სპეციალური დანიშნულების იყო. რიტუალური პურების დაცხობა ყველას როდი შეეძლო. მთელს ,,სამოხიოში“ რამდენიმე ქალი თუ იქნებოდა ამ საქმეში დახელოვნებული, რის გამოც მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორ მზადდებოდა, რამდენი სახის პური ცხვებოდა და რა იყო ამ ტრადიციის მთავარი აზრი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები