საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირველი მაისიდან საქართველოში
თამბაქოს მოწევა აიკრძალება. ამასთან
დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას
ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
2018/04/29/b6cd56d541a39a74541154618ac81e03.jpg"
border="0" width="600">
აღნიშნულ კამპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მამუკა წოწერია, მერი ლაშა გოგია და მერაბ ქვარაია შეუერდნენ. მათ
ქალაქში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოში თამბაქოსა და
ელექტროსიგარეტის მოწევა რამდენიმე სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ
შორის, რესტორნებსა და ბარებში აიკრძალება. "თამბაქოს კონტროლის
შესახებ" კანონში ცვლილებების საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს
დაამტკიცა.
ამავე თემაზე:
სად იკრძალება თამბაქოს მოწევა
პირველი მაისიდან
მასალის გამოყენების პირობები