დე ფაქტო აფხაზეთის ახალ მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც ახლად
დანიშნული პრემიერ - მინისტრი გენადი გაგულია ჩაუდგა სათავეში, 4 ვიცე
- პრემიერი
და 9 „ძველი“ მინისტრი ჰყავს.
ვიცე - პრემიერებად დაინიშნენ რომან შოუა, ასტამურ ქეცბა და ჯანსუღ
ნანბა, რომელიც ამავე დროს ფინანსთა მინისტრი იქნება, ხოლო პირველ
ვიცე - პრემიერად - დაურ არშბა. შესაბამის ბრძანებებს რაულ ხაჯიმბამ
მოაწერა ხელი.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, „საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევ დაურ
კოვე უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს - მარინა ფილია,
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - ელვირა არსალია, განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს - ადგურ კაკობა, თავდაცვის სამინისტროს -
მერაბ ქიშმარია, ეკონომიკის სამინისტროს - ადგურ არძინბა, საგანგებო
სიტუაციათა სამინისტროს - ლევ კვიცინია, გადასახადების და
მოსაკრებლების სამინისტროს - დაურ კურმაზია, შს სამინისტროს - გარი
არშბა.
თანამდებობები დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში ჯერ არ
დაუკავებიათ „სოფლის მეურნეობის, კურორტების და ტურიზმის, შრომის,
დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრებს“.
მასალის გამოყენების პირობები