ახალი ამბები
ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმას მხოლოდ ელექტრონულად მისცემენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ტექნოლოგიები, კერძოდ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას მისცემს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ავრცელებს.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება, სატესტოა და გამართლების შემთხვევაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენება.

„ჩვენი ფინანსური მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში, კანადის მთავრობაა. ცაიშის სამივე უბანზე მოქალაქეები ხმას ელექტრონულად მისცემენ, ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო კონვერტში მოათავსებენ. მოწყობილობა კი, რომელიც კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ამომრჩევლების ხმებს დაითვლის, ძირითად ყუთზე განთავსდება. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ეს მოწყობილობა ხმას დაითვლის, შემდეგ კი უკვე ხმებს კომისიის წევრები ისე დაითვლიან, როგორც ადრე. ოქმს შეადგენს კომისია და არა ელექტრონული მოწყობილობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მესხმა.

ცენტრის ინფორმაციით, ელექტორატისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების მიზნით, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ცესკო და სწავლების ცენტრი ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაატარებს. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათ სპეციალური ფლაერები დაურიგდებათ.

ამავე თემაზე:

ცაიშის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ სამმა პარტიამ წარადგინა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.