ზუგდიდის ერთ- ერთ სოფელში სამი ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილების
აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავების ცნობით, მათ დაკავებისას ნაქურდალი ნივთები
აღმოაჩნდათ.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს,
რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც
ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები