ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
12:48 / 02.05.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსახლეობა ცენტრალური
საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები,
რომელიც იქვე მიმდინარეობს, დროებით შეაფერხეს. ადგილობრივების თქმით,
ეს სისტემა მათ სოფელში მხოლოდ გადის და მოსახლეობის, როგორც
აბონენტად მიერთება არ იგეგმება. მათ დილით შიდა საავტომობილო გზა
გადაკეტეს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და
მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სარგებელი ადგილობრივმა
მოსახლეობამაც ნახოს. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს პროექტში არ დევს,
თუმცა, ახლა დაგვპირდნენ, ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან
მიერთება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა
ონისე ბელქანიამ.
რადიო „ათინათი“ გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები