ფოსტის გენერალურ დირექტორს ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
13:51 / 02.05.2018
ზუგდიდში საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელი
კახა მიქაია შპს „საქართველოს ფოსტის“
გენერალურ დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს პოლიტიკური ნიშნით
დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მიქაიას მტკიცებით, ჩიკვაიძემ მისი
თანაგუნდელები: ალიკა გეთია, საშა მოლაშხია და დათო სორდია პოლიტიკური
შეხედულებების გამო გაათავისუფლა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამასთან, მან ჟურნალისტებს აუდიო ჩანაწერი
წარუდგინა, რომელშიც, მისივე მტკიცებით, ერთ-ერთი გათავისუფლებულის
დათო სორდიას და ლევან ჩიკვაიძის საუბარია ჩაწერილი.
„მესმის, რომ ეს არ იყო ჩიკვაიძის გადაწყვეტილება, ეს არის მისი
ზემდგომის დავალება ანუ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, რადგან ჩვენ
აქტიურად ვაკრიტიკებთ ამჟამინდელ მთავრობას, რადგან ისინი სააკაშვილის
გზას დაადგნენ. საქმე გავაქვს ადამიანის სიტყვის თავისუფლების
შეზღუდვასთან, რასაც ჩვენ წლების წინ ერთად ვებრძოდით. იმ დროს მთელმა
საქართველომ, სწორედ ჩვენგან და ამ ადამიანებისგან გაიგო, თუ რა
ხდებოდა სამეგრელოში წინა ხელისუფლების დროს. ახლა მით უმეტეს ჩვენ არ
გავჩერდებით და არ შევეგუებით ამ უსამართლობას“, - აღნიშნა
მიაქიამ.
პრესკონფერენციაზე ალიკა გეთია, საშა მოლაშხია და დათო სორდიაც
იმყოფებოდნენ. როგორც სორდიამ ჟურნალისტებს უთხრა, მას ეს
გადაწყვეტილება ფოსტის ხელმძღვანელისგან არ გაკვირვებია, რადგან მისი
თანამშრომელი ამავე მოტივით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს.
„თბილისში დამიბარეს აპრილის შუა რიცხვებში. ვიცოდი რაზეც მიბარებდნენ
და ტელეფონში ჩამწერი ჩავრთე. ჩიკვაიძე მეუბნება, რომ მე შემეცვალა
შეხედულება და ამის გამო უნდა გამათავისუფლოს სამსახურიდან. მან ასევე
აღიარა, რომ ეს მისი გადაწყევტილება არ იყო“, - თქვა სორდიამ.
დათო სორდია ამბობს, რომ მან ფოსტიდან ორმხრივი შეთანხმების
საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცნობა 27 აპრილს
მიიღო.
„ეს ცნობა გამომიგზავნეს და მე ხელი არ მაქვს მოწერილი. ამის
მიუხედავად, მომდის მეორე ცნობა იმის შესახებ, რომ მე დამერიცხა 2700
ლარი აპრილის თვის ხელფასი, როდესაც მე ერთი თვის განმავლობაში ამდენი
ხელფასი არ მაქვს. ეს ნიშნავს კონპენსაციას... მე არ მიმიტოვებია
ფოსტაში სიარული და არც ვაპირებ. სამსახური დატოვოს იმან, ვისაც
დასატოვებელი აქვს“, - თქვა მან.
მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ აღნიშნული გადაწყვეტილების
სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ისინი საქართველოს პროკურატურას
და ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ ყველა
არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ ამ საქმით
დაინტერესდნენ.
აღნიშნული პირები საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალში 2012 წლიდან
მუშაობენ.
ფოსტის გენერალური დირექტორი რადიო "ათინათის" სატელეფონო
ზარებს არ პასუხობს. ჩიკვაიძის კომენტარს მასთან
დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები