სოხუმში 9 მაისს დაგეგმილ პარადში, 500 აფხაზი და რუსი სამხედრო
მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს დე
ფაქტო აფხაზეთის
თავდაცვის მინისტრმა ბესლან ცვიჟბამ განუცხადა. მისი თქმით, პარადის
გენერალური რეპეტიცია 7 მაისს გაიმართება. ამ დღის აღსანიშნავად,
ქალაქში რიგი ღონისძიებები ჩატარდება, რომელშიც მეორე მსფოლიო ომის
ვეტერანები მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები