ზუგდიდში ოქროს ბირჟის მძარცველის დევნისას დაშავებული
სამართალდამცავი, რომელიც, სავარაუდოდ, კარებს
შეეჯახა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას
ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე, ოქროს ბირჟის ერთ-ერთი დახლიდან
ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ. ბალიშზე განთავსებული ოქროს ნივთები
მთლიანად გაიტაცა. მძარცველს გამყიდველები და პოლიციის თანამშრომლებიც
გაეკიდნენ, თუმცა მისი დაკავება ვერ მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 178-ე ძარცვის მუხლით არის აღძრული.
ამავე თემაზე:
ოქროს ბირჟის მძარცველს ამ დრომდე ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები