საკურორტო სეზონისთვის სოხუმსა და რუსეთის ქალაქებს 5 მატარებელი
დააკავშირებს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ „აფხაზეთის რკინიგზის“ უფროსის
მოადგილემ იგორ მარღანიამ განუცხადა. მისი ცნობით, ორი მატარებელი -
მოსკოვის, ორი - სანქტ - პეტერბურგის და ერთი სამარის მიმართულებით
იმოძრავებს. ამათგან, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი - „სოხუმი
- მოსკოვი“ დადის. პირველი რეისი სანქტ - პეტერბურგი - სოხუმის
მიმართულებით 30 აპრილს შესრულდა. ივლისსა და აგვისტოში შემდგენლობა
ყოველდღე ივლის.
მასალის გამოყენების პირობები