რეგიონი
მძღოლების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან დასრულდა
მძღოლები, რომლებმაც აქცია დილით რუხში გამართეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან გადმოინაცვლეს. ისინი გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მალევე დაიშალნენ.

„ჩამოვიდეს გუბარნატორი და დაგველაპარაკოს. ვითხოვთ უკანონოდ გახსნილი სხვა სადგურების დახურვას. გაარკვიონ და მოაგვარონ ეს ამბავი. ჩვენ არ გვინდა ერთმანეთთან დაპირისპირება“,- აცხადებენ მძღოლები.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორი ქალაქში არ იმყოფება.

„გუბერნატორი თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრაზეა იმყოფება და შესაბამისად მათ ვერ შეხვდება“, - ამბობენ გუბერნიის პრესსამსახურში.

მძღოლები აქციების გაგრძელებას ორშაბათიდან გეგმავენ.

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ქალაქში არსებულ სხვა კერძო სადგურების დახურვას ითხოვენ.

მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია რუხი მოლთან გამართეს (ვიდეო)

ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.