აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს იტალიელი სპეციალისტები დადებითად აფასებენ
საქართველოში მყოფი წამყვანი იტალიელი სპეციალისტები, აზიურ
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის
მუშაობას გაეცნენ. შტაბის წარმომადგენლებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია
მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, გააცნეს მოქმედი მონიტორინგის
სისტემა და ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც მიმდინარე წელს
მავნებლის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ამის შესახებ
ინფორმაციას მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
მათივე, ცნობით, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუჩანო ტაველამ
დადებითად შეაფასა შტაბის საქმიანობა და არსებული სისტემა. აგრეთვე
აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც
საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვანია.
„ძალიან კარგი იდეაა მავნებლის გამოჩეკვამდე მისი პოპულაციის
შემცირება. ამ რეგიონისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ეს არის
კარგი მეთოდი მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად“, - აღნიშნა
ტაველამ.
იტალიელი სპეციალისტები საქართველოში “აგრიჯორჯიას“ მოწვევით
იმყოფებიან და აზიური ფაროსანას მონიტორინგის საკითხებთან
დაკავშირებით სწავლებას ატარებენ.
მასალის გამოყენების პირობები