ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშომ გიორგობის დღესასწაული
დიდინეძის წმინდა გიორგის
სახელობის მონასტერში აღნიშნა. წირვა-ლოცვა მონასტრის წინამძღვარმა,
მღვდელ–მონოზონმა თეოდოსიმ (ლაგაზაშვილი) აღავლინა.
ჩოხოსნები აქ 2006 წლიდან, მას შემდეგ იკრიბებიან, რაც ისინი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აკურთხა.
„დღევანდელი დღე კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ ტრადიციულ
ტრაპეზზე ენდემური ჯიშის ღომის ღომისგან დამზადებული ელარჯი იქნება.
მცენარე ღომი, რომელიც გადაშენების პირასაა ერთ-ერთმა ჩოხოსანმა ბორის
კუკავამ მოიძია და გაამრავლა“, - აღნიშნეს ჩოხოსნებმა.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისი დიდმოწამის
აღსრულების დღეა, ხოლო 23 ნოემბერს მართლმადიდებელი მრევლი წმინდანის
ბორბალზე წამების დღეს იხსენებს.
მასალის გამოყენების პირობები