"ბულინგი და იარაღის გამოყენება"- ზუგდიდში კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინეს (ვიდეო)
14:31 / 09.05.2018
ზუგდიდში ბულინგსა და იარაღის გამოყენების თემაზე მოსწავლეების მიერ
მომზადებული ვიდეორგოლების
კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. ის პროექტის "საზოგადოებრივი
პროკურატურა" ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და
ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სულ წარმოდგენილი
7 ვიდეო რგოლიდან სპეციალურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო გამოავლინა.
აქედან, გამარჯვებული ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა გახდა, მეორე
ადგილი კახათის პირველმა სკოლამ აიღო, ხოლო მესამეზე წალენჯიხის
მესამე სკოლა გავიდა.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, გამარჯვებული ვიდეო
რგოლის ავტორები თბილისში გაემგზავრებიან, სადაც მთელი საქართველოს
მასშტაბით გამოვლენილ გამარჯვებულებს შეეჯიბრებიან. უწყებაში
ამბობენ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში დანაშაულის
პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამართალდამცავი
ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება.
ვიდეო რგოლები ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში თავად მოსწავლეებმა
წარადგინეს. თითეულ მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები