მარტვილში 2 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის
დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 კუბური მეტრი
პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ 12 ოქმი, რომელიც საჯარიმო სანქციებს 1000-დან 2000 ლარამდე
ითვალისწინებს.
საქმის მასალები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები