ზუგდიდში, იუსტიციის შენობის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის
ერთ-ერთ სადარბაზოში ქალს საფულე გამოსტაცეს. არსებული ინფორმაციით,
ის საკუთარ სახლში შედიოდა, რა დროსაც მას უცნობი
მამაკაცი დაესხა თავს და წაართვა საფულე, რომელშიც 2000-მდე ლარი
იდო. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც ძარცვას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ აქტიური საგამოძიებო
მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები