ცაიშის #73 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა „ნაციონალური
მოძრაობის“ კომისიის წევრის მიმართ საჩივარი დაწერა.
საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრმა წილისყრის პროცესში არ მიიღო
მონაწილეობა, რომელიც გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის
ფუნქციის გამოსავლენად ჩატარდა. სხვადასხვა უბანზე კიდევ
ორი
მსგავისი საჩივარი
დაიწერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური
არჩევნები მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819
ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა.
ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის
მასშტაბით პირველად ხდება.
ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია:
გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი
ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
ამავე თემაზე:
ცაიშში სამივე უბანი დროულად
გაიხსნა
ცესკოს თავმჯდომარე
თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)
ელენე ხოშტარია ცაიშის
შუალედურ არჩევნებზე: მთავარი საფრთხე ხმის მიცემის ფარულობა
იქნება
ცაცხვის საარჩევნო
უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა
ცესკოს თავმჯდომარე
თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები