რეგიონი
კონფერენცია თემაზე "კულტურა და მრავალფეროვნება" (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ორგანიზებით და მონაწილეობით ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე: "კულტურა და მრავალფეროვნება" გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელ ტრადიციებზე მომზადებული თემები წარადგინეს. კლუბის კოორდინატორის სალომე გუგუჩიას თქმით, ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებმა გაიღრმავონ ცოდნა კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების კულტურული მრალფეროვნებისა და ადგილობრივი ტრადიციების შესახებ.




შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღადუას თქმით, მოსწავლეების მიერ მომზადებული ნამუშევრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს ეხება.


ახალგაზრდებმა სულ 18 თემა მოამზადეს, რომელთაგან სპეციალურმა ჟიურიმ ორი საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ხოლო მონაწილეებს - სიგელები.

კონფერენცია ტარდება ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA-ს ფარგლებში, მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელოში ასოციაცია "ათინათი" ახორციელებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.