აბაშის მუნიციპალიტეტში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის,
კონსტანტინე გამსახურდიას 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო
დღესასწაული "კონსტანტინეობა" გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიის
ინფორმაციით, სოფელ ძველ აბაშაში, მწერლისეულ სახლ-მუზეუმს
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესტუმრნენ, მათ შორის, მისი
შვილიშვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები იყვნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები, სიტყვის
დიდოსტატის ხელნაწერები, შთაბეჭდილებათა წიგნში დატოვეს
ჩანაწერები.
მოგვიანებით, აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ და მწერლის ოჯახის
წევრებმა, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სახელობის პარკში
არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, დიდოსტატი
კონსტანტინეს იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“, აბაშის მუნიციპალიტეტში 1989
წლიდან აღინიშნება.
ფოტო: აბაშის
მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები