ზუგდიდის იუსტიციის შენობის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის
ერთ-ერთ სადარბაზოში ქალის გაძარცვის ფაქტზე ამ დრომდე არავინ
დაუკავებიათ.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას
გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში შედიოდა, რა
დროსაც მას უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და წაართვა საფულე, რომელშიც
2000-მდე ლარი იდო. შემთხვევა 5 მაისს გვიან ღამით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები