ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის
შესასვლელ ჭიშკართან მდგარი კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების
დაზიანების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის
შესახებ
რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროში უთხრეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან
გადანგურების მუხლით მიმდინარეობს.
რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება
დააზიანეს და კვარცხლბეკიდან ჩამოადგეს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერიაში ამბობენ, სკულპტურას აღადგენენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
მერია: დაზიანებულ ბრინჯაოს ქანდაკებას აღვადგენთ
მასალის გამოყენების პირობები