მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საკარო სკოლის მოსწავლეებმა
ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.
სკოლის დირექტორის ნინო ბულიას თქმით, მსვლელობაში 1000-მდე ადამიანმა
მიიღო მონაწილეობა.
„დღეს ეროვნული სამოსის დღეს და ბოლო ზარს ერთად ავღნიშნავთ. ამ
დღესთან დაკავშირებით ყველა მოსწავლე მოვიდა ეროვნული სამოსით. უკვე
მეორედ ავღნიშნავთ ამ თარიღს და მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეს უფრო
მასშტაბური იყოს“, - თქვა ნინო ბულიამ.
დღეს საქართველოს ოცზე მეტ ქალაქში კოსტიუმირებული დღესასწაული -
ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
ეროვნული სამოსის დღედ 18 მაისი შეირჩა. იდეის ავტორები ამ დღის უქმედ
გამოცხადებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
საქართველოში ეროვნული სამოსის
დღე აღინიშნება
ეროვნული სამოსის დღე
ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები