ნიკანორ მელია: ქართული საგუშაგო რომ არ გაეუქმებინათ, ოთხოზორია ცოცხალი იქნებოდა (ვიდეო)
13:37 / 19.05.2018
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას
მკვლელობიდან ორი წელი
გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები და ოჯახის
წევრები შეიკრიბნენ.
საფლავზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ენმ-ის ლიდერის
ნიკანორ მელიას თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას ხურჩა-ნაბაკევის
საზღვართან 2012 წელს საგუშაგო რომ არ გაეუქმებინა, გიგა ოთხოზორია
დღეს ცოცხალი იქნებოდა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მოსახლეობა დღეს
საოკუპაციო რეჟიმთან პირისპირ მარტო არის დატოვებული და ხელისუფლებას
ოთხოზორიას მკვლელის დასასჯელად სათანადო ზომები არ მიუღია.
„სანამ გიგა ოთხოზორიას მკვლელები, რომლებმაც მუხანათურად, სასტიკად
საკონტროლო გასროლით მოგვიკლეს საქართველოს ტერიტორიაზე 31 წლის ბიჭი,
დადიან თავისუფლად დაუსჯელები, ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც იქნება
მმართველი, უპრინციპო და სამარცხვინოა. ვინაიდან დღეს "ქართული
ოცნებაა" მართვის სადავეებთან, მე ვამბობ, რომ ჩვენ გვყავს უპრინციპო
და უთავმოყვარეო, ღირსებაყრილი ხელისუფლება, რომელმაც ელემენტარულად
ვერ მოახერხა გიგა ოთხოზორის მკვლელების დასჯა და
მეტიც, ვერ შეძლო საერთაშორისო დონეზე პროტესტის
კონსოლიდაცია მოეხდინა, იმიტომ, რომ მათ თვითონ არ ჰქონდათ საკმარისი
რეაგირება ამ მკვლელობისა და მკვლელების მიმართ“, - აღნიშნა
მელიამ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე,
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის
რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი
დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად
მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას
სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის
სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები