რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სამხედროებმა
საქართველოს მოქალაქე ქუთაისში
მცხოვრები ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ
დე ფაქტო სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნაცვლიშვილი გალის რაიონის სოფელში, მდინარე ენგურზე
„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის
თანამშრომლებმა“ მაშინ დააკავეს, როცა ის, ე.წ. სამინისტროს ცნობით,
„სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთას ცდილობდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებული წინასწარი
დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები