ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის კუთვნილი პიკაპი
მერსედესის მარკის მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, პიკაპის მძღოლი მაღალი სიჩქარით
მოძრაობდა.
მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან
მოძრაობა შეანელა, რა დროსაც პოლიციის მანქანა უკნიდან შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ცნობით, პიკაპის მძღოლი ადმინისტრაციული წესით
დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები