ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზის ინგირის მონაკვეთზე
მოძრაობა შეზღუდულია. ავტომანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
მძღოლებს დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.
გზის გადაკეტვის მიზეზი ის ორი ხეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა
ზუგდიდის იუსტიციის სახლის ყოფილი შენობის მიმდებარედ, კერძო
საკუთრებიდან შეიძინა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძრაობას
არეგულირებს. შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გზა მალე
გაიხსნება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
შუქნიშნები, სავარაუდოდ, ხის გადატანის გამო მოხსნეს
მასალის გამოყენების პირობები