სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა ენგურჰესის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია
დღეს საღამოს, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში
ელექტროენერგია გათიშული იყო საქართველოს რეგიონებისა
და დედაქალაქის ნაწილში. დენი არ მიეწოდებოდა სამეგრელო-ზემო
სვანეთსაც.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შეზღუდვა ენგურჰესის
ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.
„დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის
ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში
ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და
თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება", -
ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.
სსე-ში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ამ
ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულიად აღუდგა.
მასალის გამოყენების პირობები