საქართველო 100 წლის წინ - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
15:32 / 25.05.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ქვეყნის სხვადასხვა
რეგიონებში, სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო
ორგანიზაციამ "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელმა
(R-CSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან პარტნიორობით
ჩაატარეს.
შეხვედრის მიზანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის
შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო
სექტორისა და მედიის წარმომადგენლთა ცნობიერების ამაღლება იყო.
კვირეულის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა "საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა და მერიის
კულტურის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯიქიამ იმდროინდელ
ვითარებასა და ამჟამინდელ რეალობას შორის პარალელები გაავლეს. მათ
ისაუბრეს მაშინდელი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, ისტორიულ რაკურსზე,
განათლების სისტემასა და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.
არჩილ თოდუას თქმით, პირველი რესპუბლიკის პერიოდში არსებული
თვითმმართველი სისტემა გამოირჩეოდა დეცენტრალიზაციის მაღალი დონით და
გაცილებით უფრო მეტი შემოსავლის წყარო ჰქონდა.
„მათ ჰქონდათ უფრო მეტი შემოსავლის წყარო ვიდრე თანამედროვე
თვითმმართველობას. ასევე ნიშანდობლივია ის მომენტი, რომ იმდროინდელი
ხელისუფლება ცდილობდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მოქალაქეებთან.
ამიტომ, ჩვენ გვქონდა დაახლოებით 39 თვითმმართველი ქალაქი“, - აღნიშნა
თოდუამ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის
ლაშა ჯიქიას თქმით, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის
მიუხედავად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, თუმცა მისივე
ინფორმაციით, იმ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყო დაძაბული და
ამან ძალიან შეაფერხა ეკონომიკური განვითარების პროცესი.
“გლეხებს მიწები გადაეცათ. თვითმმართველ ერთეულებსაც გადასცეს
თავად-აზნაურთა მამულების ნაწილი. გატარდა სოფლის მეურნეობაში მთელი
რიგი რეფორმები. ხელი შეეწყო კერძო მეწარმეებს, კერძოდ, მთავრობამ
დაიწყო მათთვის ნედლეულის დარიგება. ზოგიერთებს ეხმარებოდა ფინასურად.
საინტერესოა ისიც, რომ მთავრობამ გაატარა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.
ჩამოაყალიბა ეროვნული ვალუტა, როემლიც იყო რეგიონში ყველაზე მტკიცე“,
- განმარტა ჯიქიამ.
სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის
პროექტი.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები