ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ (ვიდეო)
12:19 / 26.05.2018
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები შეურთდნენ.
მათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე
ზუგდიდელებს მიულოცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღევანდელი დღის
მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მომავალში ამ დღის აღნიშვნა გამთლიანებულ
საქართველოში ისურვა.
„ეს დღე საქართველოს ისტორიაში და სამეგრელოს რეგინისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დამოუკიდებლობის
აქტს ორმა ზუგდიდელმა სპირიდონ კეიდიამ და ალექსანდრე ჩიქავამ მოაწერა
ხელი. ეს დღე ზუგდიდში 1919 წელს გრანდიოზულად აღინიშნა, მინდა
სრულიად საქართველოს რეგიონის მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე და
ვისურვებდი, აფხაზ და ოს ძმებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე“, - აღნიშნა
შონიამ.
განსაკუთრებულად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე ჯარისკაცებს ზუგდიდის
მერმა ლაშა გოგიამ.
„მინდა, ჩვენს ჯარისკაცებს მივულოცო პირველ რიგში. მუნიციპალიტეტის
მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს დღეს ასეთ მასშტაბურ
ღონისძიებას და ხედავთ, ზუგდიდი როგორ ხვდება დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენს ხალხს გამთლიანებულ, ძლიერ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას
ვუსურვებ“, - თქვა ლაშა გოგიამ.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ კი აღნიშნა, რომ ზუგდიდი
დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს შესაბამისად ხვდება.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს
ძმებს იმის იმედით, რომ უახლოეს მომავალში ერთად სიყვარულით
აღვნიშნავთ. ზუგდიდი დღეს ღირსეულად ხვდება იუბილეს და დარწმუნებული
ვარ, ჩვენი სტუმრები მიიღებენ უდიდეს სიამოვნებას“, - დასძინა
წოწერიამ.
დამოუკიდებლობის დღე დღეს დილიდან ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებით
მასშტაბურად აღინიშნება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები