14-18 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო
სვანეთის
განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ხობის რაიონ სოფელ
საგვიჩიოში და ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო
სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას
შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ ამოღებულია 11 ათას 700 ღერი სიგარეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა
მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს
გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები