ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, გზის პირას ეკალ-ბარდებს
ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში
რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ წინასწარი
მონაცემებით 2 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი. მათივე ინფორმაციით,
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ
არსებობს. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები
გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები