ქალებს ყველაფერი შეუძლიათ - ამერიკელი ავტომრბოლელის შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
16:42 / 29.05.2018
ზუგდიდის ტექნოპარკში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით
ადგილობრივ ახალგაზრდებს NASCAR-ის
ავტომრბოლელი ჯენიფერ ჯო კობი შეხვდა. მან შეკრებილებს საკუთარი
საქმიანობა გააცნო და გამოცდილება გაუზიარა.
„მე უკვე შვიდი წელია ამ სფეროში ვარ, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
და ერთდაერთი ქალი აღნიშნულ სისტემაში. დასაწყისში არ ჩანდა ჩემი
პერსპექტივა მიმზიდევლი, რადგან ვიყავი ქალი და არ მქონდა ფული, თუმცა
სწორედ ამ წარუმატებლობის წინასწარმეტყველება გახდა ჩემი წარმატების
მთავარი მიზეზი. ბედნიერი ვარ, რომ ქალი ვარ“, - აღნიშნა ჯო
კობმა.
შეხვედრას ორგანიზება აშშ-ს საელჩომ გაუწია. საელჩოს მედიასთან
ურთიერთობის კოორდინირების წარმომადგენელმა ნანა კიკნაძემ
ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იმის ჩვენებაა,
რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.
„ეს ის დარგია, სადაც მამაკაცები სჭარბობენ, თუმცა მან შეძლო
გამხდარიყო ძალიან წარმატებული და ცნობილი არა მხოლოდ ამერიკაში,
არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნა კიკნაძემ.
ჯენიფერ კობი ერთკვირიან კამპანიაში „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“
იღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ს საელჩო 27 მაისიდან 2 ივნისის
ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ატარებს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები