ახალი ამბები
პირველი სკოლის 150 წლის იუბილე და მიხეილ ხუბუტიას საჩუქრები (ვიდეო)
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დაარსების 150 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებაზე სკოლის ყოფილი დირექტორები, მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები გაიხსენეს და მათ მიღწევებზე ისაუბრეს. ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ბიზნესმენმა მიხეილ ხუბიტიამ დააფინანსა. მან რამდენიმე პედაგოგს, მათ შორის, მოქმედ დირექტორს ლეპტოპები გადასცა და სკოლის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. წლევანდელ კურსდამთავრებულ მედალოსნებს კი აიფონები აჩუქა. მანამდე, განათლების სამინისტროს მიერ 8 კურსდამთავრებული ოქროს, ხოლო ერთი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.



ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ზუგდიდელ ახალგაზრდებს ხუბულავას ქუჩაზე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამის საცურაო აუზს აუშენებს. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სკოლის იუბილე მასწავლებლებს და მოსწავლეებს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ მიულოცა.

"ეს სკოლა 150 წლის წინ მაშინდელ ზუგდიდის მაზრაში შეიქმნა. მაშინ ეს იყო ვაჟთა სკოლა. მოგვიანებით კი გახდა ქალთა და ვაჟთა ინტეგრირებული სკოლა. ეს არ არის ცოტა დრო... ამ სკოლამ გამოიარა ბევრი სირთულე, მეორე მსოფლიო ომი და გაჭირვების ჟამი, მაგრამ ეს სკოლა ყოველთვის ამაყად იდგა ფეხზე“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის მიხეილ ხუბუტიას მიერ სკოლის ღონისძიების დაფინანსებაზე, ფარცვანიამ გვიპასუხა, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

"რა შეფასებასაც ადამინები აკეთებენ ხუბუტიას მიმართ ეს უკვე მათი პირადი და ინდივიდუალური მოსაზრებაა. ნეტავ, მომცეს იმის საშუალება, რომ ჩემს სკოლას დავეხმარო. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ", - თქვა ფარცვანიამ.


დღეს უსაჩუქროდ არც მიხეილ ხუბუტია დარჩენილა. მას მოსწავლეებმა ოჯახის მფარველი ხატი გადასცეს. აღსანიშნავია, რომ დღეს ხუბუტიას დაბდების დღე აქვს. მას იუბილე ყოფილმა პედაგოგმა მიულოცა.

საღამო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბესიკ კალანდაძე, მანანა თოდაძე, დავით ძიძიგური, ელენე კალანდაძე, ანსამბლი "მეტეხი" და „ქუჩის ბიჭები“.

"დღეს ჩვენს სკოლას 150 წლის იუბილე აქვს. ძლიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ბატონმა მიშამ სიმბოლურად ეს დღე გაგვილამაზა. მოგვიწყო კონცერტი და მედალოსნებს საჩუქარი გადმოგვცა", - თქვა წლევანდელმა კურსდამთავრებულმა  მარიამ გიგანმა.


ღონისძიებას არ ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები. იუბილეზე მხოლოდ, ვიცე-მერი გია გულორდავა იმყოფებოდა, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. მას, როგორც წარმატებულ კურსდამთავრებულს სიმბოლური სიგელი გადაეცა.

ამავე თემაზე:

ხუბუტიამ პირველი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს აიფონები და ლეპტოპები აჩუქა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
21-22 სექტემბერს, სოციალურ საწარმო „მეგობარში“ პროექტის “ჩემი არჩევანი” ფარგლებში ტრენინგი და საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა.
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
დღის სიახლეები
27 / სექტემბერი 2024
დადიანების მუზეუმის დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში გაიხსნა გამოფენა, ,,მეგრელთა საცხოვრისი“, რომელმაც გააცოცხლა სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფის ისტორია, ასევე დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში ლაპიდარიუმი ამოქმედდა.
27 / სექტემბერი 2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
27 / სექტემბერი 2024
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.