დე ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ლონდონში ConIFA-ს ჩემპიონატში ითამაშებს
დე ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს ეგიდით მიმდინარე
საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატში
მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 31 მაისს ლონდონში იმართება. ამის
შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ჩემპიონატში სულ 16
გუნდი იასპარეზებს.
მთავარი მწვრთნელის ბესლან აჯინჯალის თქმით, გუნდი მეორე ჯგუფში
ტიბეტის, ჩრდილოეთ კვიპროსის და ფელვიდეკის (უნგრეთში მცხოვრები
სლოვაკები) ნაკრებებს შეხვდება. აფხაზურ ნაკრებში 20 სპორტსმენი
ირიცხება, მათგან 6 - რუსულ კლუბებში თამაშობს.
საფეხბურთო ორგანიზაცია ConIFA 2013 წელს შეიქმნა და 47 არაღიარებულ
და ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციას
აერთიანებს. კონფედერაცია ტურნირებს საფეხბურთო ასოციაციების
საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური წესებით მართავს. ConIFA -ს ერთ-ერთი
ჩემპიონატი 2016 წელს სოხუმში გაიმართა, მისი გამარჯვებული ტურნირის
მასპინძელი გახდა.
ფოტო: გალ - ინფო
მასალის გამოყენების პირობები