სოხუმი: საზღვრის გადასაკვეთად გალის მცხოვრებლებს ბინადრობის მოწმობის წარდგენა მოუწევთ
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად
მოქალაქეებმა ბინადრობის
მოწმობა უნდა წარადგინონ. შესაბამისი დადგენილება დე ფაქტო აფხაზეთის
მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
„მინისტრთა კაბინეტის“ აპარატის ხელმძღვანელის დავიდ სანგულიას
განცხადებით, აღნიშნული დადგენილების ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ
„საქართველოსთან საზღვრის გადასაკვეთად მოქლაქეებმა, არა მხოლოდ
ეროვნული პასპორტი, არამედ ბინადრობის მოწმობა უნდა იქონიონ თან.
მისი განმარტებით, იმ მოქალაქეებმა, ვინც „საზღვარზე“ მხოლოდ ფორმა
#9-ის წარდგენის შედეგად გადადიოდნენ, "საპასპორტო - სავიზო
სამსახურს უნდა მიაკითხონ და ბინადრობის უფლების დამადასტურებელი
მოწმობა მიიღონ".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის გაზაფხულზე
მიიღო კანონი, რომელიც „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე“ პირის
სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. გადაწყვეტილების თანახმად,
„დროებითი ბინადრის მოწმობა“ მიენიჭება უმეტესად გალის მცხოვრებლებს,
რომელთა დიდი ნაწილს არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“. კანონის
თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“ მიეცემათ
აფხაზეთში ცხოვრების, ასევე მის საზღვრებს გარეთ თავისუფლად გასვლისა
და კვლავ შემოსვლის უფლება. ამ დოკუმენტით შესაძლებელი იქნება
აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაც.
მასალის გამოყენების პირობები