ზუგდიდის არტ გალერეაში დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოები "გოგონები
მომავლიდან" გამოიფინა, რომლებზეც ქართველი გოგონები არიან
აღბეჭდილები.
ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები
10-დან 16 წლამდე მოზარდების ისტორიებს მოგვითხრობს.
პროექტი UNFPA-ს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი
პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადდა.
ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით
დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის
თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ხარისხიან განათლებასა და
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის
წინსვლისა და განვითარებისთვის.
ღონისძიებას UNFPA - გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების
სააგენტოს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი
კარლ კულე ესწრებოდა. მან შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებს კითხვით
მიმართა, უფიქრიათ თუ არა იმაზე, რა ემართება ქალს, როდესაც ის
ნაადრევად ქორწინდება.
"ამ კითხვაზე პასუხი ახლავე არ მჭირდება, მაგრამ თქვენ თვითონ იფიქრეთ
ამაზე, თუ რა პრობლემებს აწყდება ქალი, როდესაც ქორწინდება ადრე,
ჰყავს შვილი... იფიქრეთ თუ რა პრობლემებს აწყდება ის. საქართველოში
ყოველი მეშვიდე ან მერვე გოგონა ნაადრევად ქორწინდება", - თქვა კარლ
კულემ.
შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა
წოწერია იმყოფებოდა. მან თქვა, რომ ადგილობრივი
ხელისუფლება ხელს
შეუწყობს პროგრამის განხორციელებას.
"მნიშვნელოვანია ნათლად დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდი
მნიშვნელობა აქვს გენდერულ თანასწორობას, გოგონებისთვის თანაბარი
პირობებისა და გარემოს შექმნას", - აღნიშნა წოწერიამ.
ღონისძიებას პროექტის რამდენიმე მონაწილე ესწრებოდა. ახალაგზარდები
მიიჩნევენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის კუთხით.
"მე მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ დავიკავე მოპედების შეჯიბრში პირველი
ადგილი. მაშინ ჩემს გარშემო მყოფები ჩემს გამარჯვებას კი არა,
მონაწილეობასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. მე მიხარია, რომ ვსწავლობ
ტექნიკური მიმართულების სკოლაში, სადაც ადრე ბიჭები დომინირებდნენ.
დღეს ჩვენ ერთმანეთს ღირსეულ და ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ", -
ამბობს მარიამ გედენიძე.
ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო
სამუშაოსი, რომელსაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი ადრეული/ბავშვობის
ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის
მიზნით ეწევა. პროექტი დაფინასებულია შვედეთის მიერ. რეგიონში მისი
პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები