შამგონას საჯარო სკოლას პოლიტიკური მოღვაწის და საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერის ალექსანდრე ჩიქავას სახელი
მიენიჭა.
საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად
მიიღო. ინიციატივა სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს ეკუთვნის.
აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა სხდომაზე
ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა და
ისურვა, რომ ზუგდიდში რომელიმე ქუჩასაც მიენიჭოს ჩიქავას სახელი.
„ის სამაგალითოა მთელი რეგიონისა და საქართველოსთვის. ეს ადამიანია,
ვისაც ნოე ჟორდანიამ შესთავაზა საქართველოს დატოვება, თუმცა მან თქვა,
რომ როცა „ჩემს ქვეყანაში ცეცხლი ანთია, მე მას არ დავტოვებ". ჩემი
სურვილია, რომ მისი სახელი მიენიჭოს ქუჩას და ამით პატივი მივაგოთ
მას“, - აღნიშნა ლაგვილავამ.
გარდა ამისა, მან საკრებულოს წევრებს მსგავსი ინიციატივების
წარმოდგენისკენ მოუწოდა.
ალექსანდრე ჩიქავა დამფუძნებელი კრების წევრი იყო. ის სპირიდონ
კედიასთან ერთად ის ზუგდიდელია, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტს 1918
წელს ხელი მოაწერა. ალექსანდრე ჩიქავა გასაბჭოებიდან რამოდენიმე წლის
მერე დაიჭირეს და 1924 წელს დახვრიტეს.
მასალის გამოყენების პირობები